Saturday, March 20, 2010

პრეზენტაცია ''ლამბალო და ყაშა''

პროექტი " ლამბალო და ყაშა"

მიხეილ ჯავახიშვილი "ლამბალო და ყაშა"



პროექტის სახელი: " ლამბალო და ყაშა"

პროექტის მოკლე აღწერა: ნაწარმოების ტექსტზე დაკვირვებით ქართველი ექიმის ხასიათის, მისი მსოფლმხედველობის გაგება . ყაშა ლაზარეს პიროვნების ამოცნობა, მისი ხასიათის გაანალიზება, რამდენად არსებობს ყაშას ნაირი ადამიანები თანამედროვეობაში. რამდენად საშიშნი არიან ისინი კაცობრიობის განვითარებისთვის.
თავად მწერალიც ასეთმა ადამიანებმა შეიწირა
სრული აღწერა:
ა)ბავშვებმა წინასწარ შეისწავლიან ნაწარმოებს
გადანაწილებდებიან 4 ჯგუფში და თითოეულს მიეცემათ შერჩეული თემები, რომელთაც ისინი დაამუშავებენ 2 კვირის განმავლობაში, დააკვირდებიან ყაშა ლაზარეს პიროვნებას და ჩამოაყალიბებენ დასკვნებს თანამედროვე საზოგადოებაში მსგავსი ადამიანების არსებობის შესახებ:
1.რა აზრს გამოკვეთს ურმიის მხარის ისტორიის გადმოცემა.რაზე დაგვაფიქრებს ხანტახტის კლდის წარწერა .რაზე მიგვანიშნებს ფლამინგოს სახე, მისი გამოჩენა. მეტაფორულად რაზე მიგვანიშნებს ურმიის ირანელი გამგებლის შეუძლოდ ყოფნა. კომიკური შტრიხების პოვნა გუბერნატორის სახეში. რით როგგორ მეტყველებს ირანის სსახელმწიფოზე ლამბალოს შიში იმის გამო, რომ მისმა ეტლმა გუბერნატორს გადაუსწრო.
2. როგორ ახასიათებს ყაშას მისი დამოკიდებულება მისი ადამიანების მიმართ? რისთვის ებრძვიან ერთმანეთს სხვადასხვა სარწმუნოებანი? რატომ არის ყაშა ძალიან საჭირო კაცი ხელისუფალთათვის? ჭის წაბილწვის მომენტში როგორ წარმოჩნდება ლამბალო და ყაშა?
3. რა ხერხს იყენბებს ყაშა ქურთების წინააღმდეგ? – იპვიან ცნებნას რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ყაშას მოქმედების არსს. როგორია დაჭრილი რუსი სალდათების დამოპკიდებულება ყაშას მიმართ და რატომ? რაზე დააფიქრებს მკითხველს მომხდარი ამბები?
4.რა აზრისაა ეპისკოპოსი პავლე ყაშას შესახებ და როგორ ახასიათებს ეს თვით პავლეს.როგორ დიაგნოზს უსვამს ექიმიმ ყაშას როგორ წარმოჩნდება ეს დაავადება, რომელიც ყაშას სჭირს?
ბ) ისტორიის პედაგოგთან – გაივლიან კონსულტაციებს მსგავსი ისტორიული პიროვნებებიას შესახებ. ჯგუფები შესაბამისი კუთხით წარმოადგენენ ჩანახატებს, ნახატებს ესეებს, მინი სპექტაკლებს.
გ) წარმოადგენენ ნამუშევრებს სასურველი ფორმით თანატოლების წინაშე


მოსწავლეთა ასაკი:16- 17 წელი

ვადების ხანგრძლივობა: 3 კვირა

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კითხვა-პასუხის საფუძველზე სწორი დასკვნების გამოტანა, ვიცი, გავიგე , მინდა ვიცოდე ცხრილის მეშვეობით მომავალი სამუშაოს განსაზღვრა.პროექტის მონაწილეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით


მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მეოცე საუკუნემ სხვადასხვაგვარი განსაცდელი დაატეხა თავს ადამიანებს, ამ ეპოკაში ქართველი ადამიანის ბედის წარმოჩენა.

სარგებელი სხვებისთვის: თანატოლები დაფიქრდებიან ადამიანთა ცხოვრების წესზე, გაიაზრებენ თავიანთ როლს და პასუხისმგებლობას საზოგადოებაში.

სამუშაო ენა: ქართული ენა

სხვა სკოლებიდან:––––––

კავშირი:.გეოგრაფია, ისტორია.
ფასილიტატორი ნატო სკამკოჩაიშვილი

ფასილიტატორის ელ. ფოსტა: natoskamko@gmail.com